A1 ბანერი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მე-18 ადგილიდან მე-19 ადგილზე გადაინაცვლა

ინდიან-უელსში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, “ბი პი ენ პარიბას” (BNP Paribas Open იგივე Indian Wells Masters) ტურნირზე, მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ.

ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებენ: ფრანგი გაელ მონფილსი, ავსტრიელი დომინიკ თიმი, კანადელი მილოშ რაონიჩი, სერბი მიომირ კეჩმანოვიჩი, პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი, შვეიცარელი როჯერ ფედერერი, რუსი კარენ ხაჩანოვი და ესპანელი რაფაელ ნადალი.

ჩამოთვლილთაგან ხუთი ჩოგბურთელი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილზე წინ იყო, სამი კი მის შემდეგ ადგილებზე. აქედან ორს, მიომირ კეჩმანოვიჩს და ჰუბერტ ჰურკაჩს ტურნირზე გამარჯვების შემთხვევაშიც კი არ ჰქონდათ ნიკოლოზ ბასილაშვილის გადასწრების შანსი, ერთს, გაელ მონფილდს კი გადასწრებისთვის მეოთხედფინალში გასვლაც ეყო.

ამრიგად, ინდიან უელსში ტურნირის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი დაქვეითდება და მე-19 ადგილს დაიკავებს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...