ნიკოლოზ ბასილაშვილმა კვლავ მე-15 ადგილზე დაბრუნების შანსი მიიღო

საფრანგეთის ქალაქ მეცში სტარტი აიღო პროფესიონალ ჩოგბურთელთა ეგიდით მიმდინარე 250-იანი სერიის ტურნირმა Moselle Open-2019.

ტურნირის მონაწილეთა შორის არის და მეორე ნომრადაა განთესილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფი ნიკოლოს ბასილაშვილი.

ტურნირის საწყის ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგში კვლავ მე-15 ადგილზე გადანაცვლების შანსი მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პირველ ნომრად განთესილმა და რეიტინგში მე-14 ადგილზე მყოფმა გერმანელმა დავიდ გოფინმა ესპანელ კარენო ბუსტასთან განიცადა მარცხი.

ამჟამად დავიდ გოფმანს 2055 ქულა აქვს, ხოლო ნიკილოზ ბასილაშვილს კი 1895 და ტურნირის მოგების და 250 სარეიტინგო ქულის მოპოვების შემთხვევაში ბასილაშვილი გოფმანს გადაასწრებს. გადაასწრებს აგრეთვე 1995 ქულით მე-16 ადგილზე მყოფ არგენტინელ დიეგო შვარცმანსაც, რომელიც ამ პერიოდში არცერთ ტურნირში არ თამაშობს, რაც შეეხება მე-15 ადგილზე მყოფ ხორვატ ბორნა ჩორიჩს, იგი ასევე იღებს 250-იანი სერიის სხვა ტურნირში მონაწილეობას და მისი გადასწრება ტურნირზე წარუმატებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე დღეს საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებული, გერმანელი იანიკ მადენი (N135) იყო. ბასილაშვილმა ადვილად მოიგო პირველი სეტი – 6:2, მეორეში კი საკუთარი მესამე გეიმი დათმო და გერმანელი დაწინაურდა – 3:3, 4:2. ბასილაშვილმა შეძლო ჯერ საკუთარი გეიმის მოგებით ანგარიშის შემცირება, შემდეგ კი, სამი გეიმ-პოინტის შემდეგ მეტოქის დაბრეიკება და ანგარიში გაათანაბრა – 4:4. საბოლოოდ სეტის ბედი ტაიბრეიკებზე გადაწყდა, მადენმა ორჯერ გაუშვა ხელიდან სეტ-პოინტი, ბასილაშვილმა კი მატჩ-პოინტი მიღებისთანავე გამოიყენა : 0:1, 1:1, 1:2, 2:2, 3:2, 4:2, 4:3, 4:4, 4:5, 4:6, 5:6, 6:6, 6:7

მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა იქნება. ისინი ერთმანეთს კარიერის მანძილზე ორჯერ შეხვედრიან. პირველი შეხვედრა ფრანგმა მოიგო -2:1 (6:2, 3:6,6:1), მეორე, წელს, ისევ ლიონში კი, ბასილაშვილის გამარჯვებით 2:0 (6:4, 6:4) დასრულდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად