ნიკოლოზ ბასილაშვილმა იან-ლენარ შტრუფი დააამარცხა და კალიარის 250-იანი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

სარდინიის ღია პირველობაზე დღეს ნახევარფინალიტები გამოვლინდნენ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეოთხედფინალში მე-5 ნომრად განთესილ გერმანელ იან-ლენარ შტრუფს 2:1 (7:5, 4:6, 6:3) სძლია და სარდინიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა.

ტურნირზე მე-4 ნომრად განთესილ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ნახევარფინალში სერბი ლასლო დიორე იქნება.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს მე-2 ნომრად განთესილი ამერიკელი ტეილორ ფრიცი და მე-3 ნომრად განთესილი იტალიელი ლორენცო სონეგო შეხვდებიან.

კალიარი250-ის გამარჯვებული რეიტინგს 250 ქულას, ჯიბეს კი 40100$-ს შემატებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...