ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანელი შტრუფი დაამარცხა და მონრეალის მერვედფინალშია

მონრეალის “მასტერსზე” ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე შეხვედრა მოიგო ( 2:6; 6:2; 6:3) და მერვედფინალში გავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეხვედრა ისევ 3 სეტში მოიგო… პირველ სეტში 2:6 დამარცხების შემდეგ მომდევნო 2 სეტი 6:2, 6:3 გაიმარჯვა და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ბუკმეიკერები შეხვედრის დაწყებამდე ფავორიტად გერმანელს მიიჩნევდნენ. მან პირველ ტურში ძალიან კარგად ითამაშა ფრანგ ცონგასთან, რომელიც 2 სეტში დაამარცხა.

ბასილაშვილს პირველ წრეში ურთულესი შეხვედრა ჰქონდა სერბ დუშან ლაიოვიჩთან – 3 სეტიან მატჩში ჩოგბურთელებმა 14 ბრეიკი მოახერხეს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 5 701 945 დოლარია, გამარჯვებული კი 1 049 040 დოლარსა და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად