ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაიმარჯვა და რეიტინგში მე-17 ადგილზე ავიდა

მაიმის ATP Masters 1000 სერიის ტურნირზე დღეს პირველი მეთექვსმეტედფინალური შეხვედრები გაიმართა

მეთექვსმეტედფინალის პირველ შეხვედრაში შარშანდელმა გამარჯვებულმა ჯონ ისნერმა (აშშ, N9) სძლია ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს 7:5, 7:6(7:6), შემდეგ ესპანელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა მოუგო იტალიელ ფაბიო ფოგნინის 6:4, 6:4 და მესამე შეხვედრაში მორიგო მოულუდნელობა დაფიქსირდა: ოცდამეთორმეტედფინალში საუკეთესო ჩოგბურთელთა რეიტინგში მყოფი დომინიკ თიმის (N4) კეი ნიშიკორის (N6) კარენ ხაჩანოვის (N12) მარინ ჩილიჩის (N11) ალექსანდრ ზვერევის (N3) დამარცხების შემდეგ კიდევ ერთმა რეიტინგ-ლიდერმა მილოშ რაონიჩმა (კანადა, N14) განიცადა მარცხი დიდ ბრიტანელ კაილი ედმუნდთან.

მეთექვსმეტედფინალის მეოთხე შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნიდერლანდელ რობინ ჰასეს შორის ახლახანს დასრულდა. პირველ სეტში ტაი ბრეიკზე გამარჯვების (7:3) შემდეგ ნიკოლოზმა მეორე სეტი უფრო იოლად მოიგო და მერვედფინალში გავიდა. მ, სადაც ის ჰუბერტ ჰურკაჩს (პოლონეთი, N54) და ფელიქს აუგერ ალიასიმეს(კანადა, N57) შორის გამარჯვებულს შეხვდება

რობინ ჰასესთან შეხვედრამდე ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა რეიტინგში იტალიელ ფაბიო ფოგნინთან ერთძად იყოფდა მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე ადგილებს. დღერს გამარჯვების შძემდეგ კი ეულად მან ჩამოიტოვა ფოგნინი და მე-17 ადგილზე დამკვიდრდა,

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...