ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის ტურნირზე კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი წარმატებით ასპარეზობს ანტალიის 250 ათასიან ტურნირზე. ბასილაშვილმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო.

დღეს ქართველმა ჩოგბურთელმა თურქი ჩელიკბილეკი ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მისი მეტოქე მომდევნო ტურში ავსტრალიელი დემინორი იქნება. მას ქართველი აქამდე არასდროს შეხვედრია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ალექსანდრე ბასილაშვილმა გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად წყვილთა შეჯიბრში მოიპოვა გამარჯვება. მათი მოწინააღმდეგეები შეჯიბრებაზე უაილდ ქარდით მოხვედრილი თურქული წყვილი – უმუთ აკუნი და მერთ ნაჯი თურქერი იყო. ქართველმა და გერმანელმა მოწინააღმდეგეები 2 სეტში, 6:2, 6:3 დაამარცხეს.

1/4-ფინალში ქართველის და გერმანელის წყვილის მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ხორვატი წყვილი მეკტიჩი -პავიჩი იქნება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...