ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2019 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო

ქართველ სპორტსმენთაგან პირველი გამარჯვება 2019 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა იზეიმა.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ეგიდით კატარის დედაქალაქ დოჰაში დაწყებული ტურნირის ოცდამეთორმეტედფინალურ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (რეიტინგით N21) ესპანელ ალბერტ რამოს-ვინელას 6:1, 1:6, 6:1 სძლია და მეთექვსმეტედფინალში გავიდა.

მეთექვსმეტედფინალში ნიკოლოზის მეტოქე რუსი ანდრეი რუბლიოვი (N68) იქნება. მან პირველი შეხვედრა იტალიელ ანდრეას სეპის (N7) მოუგო ანგარიშით 7:5, 6:1.

ტურნირში სხვებთან ერთად მონაწილეობენ 2016 და 2017 წლებში გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (N1), ავსტრიელი დომინიკ ტიმი (N8), რუსი კარენ ხაჩანოვი (N11), იტალიელი მარკო ჩეჩინატო (N20), გერმანელი დავიდ გოფინი (N22) და სხვები.

დოჰას ტურნირის საპრიზო ფონდი 1 313 215 დოლარია.

მასალა მოამზადა: რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...