ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცინცინატის მასტერსზე რუსი ანდრეი რუბლიოვია

დღეს, აშშ-ში, ოჰაიოში, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ცინცინატის მასტერზე (ATP Masters 1000 Cincinnati) ძირითად ბადეში განთესილი ჩოგბურთელები ჩაებნენ ბრძოლაში.

პირველი წრიდან, ანუ სამოცდამეოთხედფინალიდან, მსოფლიო რეიტინგის რვა უძლიერესი ჩოგბურთელია თავისუფალი, დანარჩენ 112-ს კი, რომელთა შორისაც არის ტურნირზე მე-15 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ოცდამეთორმეტედფინალამდე ბრძოლით მოუწევს გზის გაკვალა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს მეტოქედ პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული, რუსი ანდრეი რუბლიოვი შეხვდა. მას ბასილაშვილი უკანასკნელად ახლახანს, 28 ივლისს, ჰამბურგის ტურნირის ფინალში შეხვდა და გაიმარჯვა (7:5, 4:6, 6:3).

გამარჯვებული მომდევნო წრეში შვეიცარიელ სტან ვავრინკას და ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს შორის უმჯობესს შეხვდება, მესამე წრეში გასვლის შემთხვევაში კი შვეიცარიელ როჯერ ფედერერს და მატეო ბერეტინი (იტალია)/ხუან იგნასიო ლონდერ (არგენტინა) შორის გამარჯვებულს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ამ დროისთვის 2020 ქულა აქვს და მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზე იმყოფება. მისი ერთი ადგილით დაქვეითება მას შემდეგ მოხდა, რაც მის მომდევნო, მე-17 ადგილზე მყოფმა ფრანგმა გაელ მონფილსმა ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა და მე-15 ადგილზე ავიდა. აღსანიშნავია, რომ მონფილსმა მატჩის მოგებიდან 2 საათის შემდეგ ტრავმის გამო ვერ შეძლო ნადალთან ნახევარფინალში თამაში და ჯერჯერობით უცნობი რჩება, ითამაშებს თუ არა იგი ციცინატში, სადაც იგი განუთესავია და პირველ ეტაპზე ამერიკელ ფრენსის ტიაფოს უნდა შეხვდეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინ, მე-16 ადგილზე მყოფ ამერიკელ ჯონ ისნერ 2040 ქულა ტურნირის დაწყების წინ 2040 ქულა ჰქონდა. მან პირველი მეტოქე, სერბი დუშან ლაიოვიჩი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხა 7:6(7:3), 1:6, 7:5 და ოცდამეთორმეტედფინალში გავიდა.

ცინცინატის ტურნირის მონაწილეთათვის დაწესებული ფულადი პრიზები და დასარიცხი სარეიტინგო ქულები ასეთია:

პირველი ეტაპი – 22 045 $ და 10 ქულა
მეორე ეტაპი – 39 120 $ და 45 ქულა
მესამე ეტაპი – 74 695 $ და 90 ქულა
მეოთხედფინალი – 149 100 $ და 180 ქულა
ნახევარფინალი – 289 290 $ და 360 ქულა
ფინალი – 564 005 $ და 600 ქულა
გამარჯვებული – 1 114 225 $ და 1 000 ქულა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...