A1 ბანერი

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ამერიკელი კრისტოფერ იუბენკსი იქნება

ავსტრალიის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო შეხვედრების სამივე რაუნდის შეხვედრები დასრულდა, ძირითადი ბადის მონაწილე 128 ჩოგბურთელი დაწყვილდა.

ბადის ზედა ნაწილში 62 სხვა ჩოგბურთელთან ერთად არიან N1 და N4 ჩოგნები, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (9135 ქულა) და გერმანელი ალექსანდრ ზვერევი(6385 ქულა), ხოლო ბადის ქვედა ნაწილში, ასევე 62 სხვა ჩოგბურთელთან ერთად, N2 და N3 ჩოგნები, ესპანელი რაფაელ ნადალი (7480 ქულა) და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (6420 ქულა).

ბადის ქვედა ნაწილში ნიკოლოზ ბასილაშვილი (N20, 1820 ქულა). ნიკოლოზის პირველი მეტოქე კვალიფიკაციიდან ძირითად ბადეში გაღწეული 16 ჩოგბურთელიდან ერთ-ერთი, კერძოდ, ამერიკელი კრისტოფერ იუბენკსი (N170, 312 ქულა) იქნება. სამოცდამეოთხედფინალში გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზი არგენტინელ გვიდო ანდრეოცის (N75, 708 ქულა) და იტალიელ სტეფანო ტრავაგლიას (N137, 401 ქულა) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ოცდამეთორმეტედფინალურ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზი ერთ-ერთს ოთხიდან – ბერძენ სტეფანოს ციციპასს (N15, 2095 ქულა), იტალიელ მატეო ბერეტინის (N52, 920 ქულა), სერბ ვიქტორ ტროიცკის (N200, 252 ქულა)ესპანელ კარბალეს ბაენას (N74, 714 ქულა) შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე შარშან ორი შეხვედრა მოიგო და 90 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, შესაბამისად, მას წელს ორი საწყისი შეხვედრის მოგება მართებს, რათა დაიცვას შარშან მოპოვებული ქულები, მესამე ეტაპის შეხვედრის მოგების და თექვსმეტ საუკეთესოს შორის გაღწევის შემთხვევაში კი მისი რეიტინგი საკმაოდ კარგად, 180 ქულით შეივსება. მეოთხედფინალში გასული ჩოგბურთელი 360 ქულას, ხოლო ნახევარფინალისტი 720 ქულას, ფინალისტი 1200, ხოლო გამარჯვებული კი 200 ქულას მიიღებს.

ავსტრალიის წლევანდელი ჩემპიონატის საპრიზო ფონდი (ავსტრალიურ დოლარებში) ასეთია:
პირველ რაუნდში მონაწილეს – 75 000 $
ოცდამეთორმეტედფინალისტს – 105 000 $
მეთექვსმეტედფინალისტს – 160 000$
მერვედფინალისტს – 260 000
მეოთხედფინალისტს – 460 000 $
ნახევარფინალისტს – 920 000 $
ფინალისტს – 2 050 000 $
გამარჯვებულს – 4 100 000

1905 წლიდან 9 ჯერ არ გაიმართა 106 115 წელი

ავსტრალიის ღია პირველობა თავდაპირველად, 1905 წლიდან 1927 წლამდე, ავსტრალაზიის ჩემპიონატად იწოდებოდა, 1927 წლიდან 1969 წლამდე კი ავსტრალიის ჩემპიონატად. დაარსებიდან დღემდე მხოლოდ 9 სხვადასხვა წელს (1916-18, 1941-1945, 1986) არ ჩატარებულა ტურნირი და წელს რიგით 107-ე გათამაშება (1977 წელს ტურნირი ორჯერ, იანვარში და დეკემბერში გაიმართა) ტარდება.

ნოვაკ ჯოკოვიჩს და როჯერ ფედერერს, 1960 იანი წლების ავსტრალიელ ჩოგბურთელ როი ემერსონთან ერთად, ტურნირი ექვს-ექვსჯერ აქვთ მოგებული.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...