ნიკოლოზ ბასილაშვილის კიდევ ერთი გამარჯვება რომის მასტერსზე

რომში გაიმართა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ტურნირის – ATP Masters 1000 Rome მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილს და სერბ ლასლო დიორეს შორის.

ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრული წარმოსობის სერბ ლასლო დიორთან ახლახანს, 26 აპრილს, ბუდაპეშტში დამარცხდა -1:2, სულ მათ შორის დღემდე გამართული სამი შეხვედრიდან კიდევ ერთში, 2018 წელს ავსტრიაში დიორმა იმარჯვა 2:0, ხოლო 2015 წელს საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო რაუნდში ბასილაშვილმა სძლია მეტოქეს – 2:0

დღევანდელი ეხვედრის პირველი სეტი ლასლო დიორის გეიმით დაიწყო და ორჯერ ხელიდან გაშვებული კარგი შანსის შემდეგ ბასილაშვილმა დათმო მეტოქის გეიმი. შემდეგ მოიგო საკუთარი და ამის შემდეგ მეტოქეებმა ორ-ორჯერ დამეს საკუთარი გეიმები – 3:3. ამის შემდეგ, ანგარიშზე 5:5, ბასილაშვილმა კვლავ აიღო მეტოქის გეიმი, შემდეგ მას საკუთარიც მიაყოლა და სეტი ანგარიშით 7:5 მოიგო.

მეორე სეტში 2:2-ზე ბასილაშვილმა მეტოქის გეიმზე აიღო ქულა და საბიოლოდ სეტიც და მასთან ერთად თამაშიც გამარჯვებამდე მიიყვანა – 2:0 (7:5, 6:4)

მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ რაფაელ ნადალს და ფრანგ ჯერემი ჩარდს შორის გამარჯვებულს შეხვდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად