ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება იან ლენარდ შტრუფთან მიუნხენის ტურნირის ფინალში (ვიდეო)

მიუნხენში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ტურნირი, ბავარიის ღია პირველობა დასრულდა

მიუნხენის ATP 250 ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანელი იან კენარდ შტრუფი ანგარიშით ორ სეტში 6:4, 7:6(7:5) დაამარცხა და კარიერაში მეხუთედ შეძლო ATP ტურნირის მოგება:

1. 2018, ივლისი, ATP 500, გერმანიის ღია პირველობა;

2. 2018, ოქტომბერი, ATP 500, ჩინეთის ღია პირველობა;
3. 2019, ივლისი, ATP 500, გერმანიის ღია პირველობა;
4. 2021, მარტი, ATP 250, კატარის ღია პირველობა;

5. 2021, მაისი, ATP 250, ბავარიის ღია პირველობა

მიუნხენის ტურნირზე გამარჯვებამ ნიკოლოზ ბასილაშვილს 250 სარეიტინგო ქულა შემატა და ამჟამად იგი 1850 ქულით 31-ე ადგილზეა.

მიუნხენის ტურნირზე გამარჯვებულისთვის დაწესებული ფულადი პრიზის ოდენობა 41 145 $-ს შეადგენს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...