ნიკოლოზ ბასილაშვილი ჟილ მიულერთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ლონდონში მიმდინარე ტურნირის 1/16 ფინალში, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, თავისი პირველი შეხვედრა, მსოფლიო კვალიფიკაციის 26-ე ნომერთან, ლუქსემბურგელ ჟილ მიულერთან გამართა.

თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა და 2 საათსა და 14  წუთს გასტანა. პირველი სეტი მიულერმა 4:6 მოიგო, მეორე კი ნამდვილი თრილერი გამოდგა. ტაი ბრეიქში ბრძოლა 19-მდე გაგრძელდა, საბოლოოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 19:17 მოუგო, სეტი კი 7:6 დაასრულა. გადამწყვეტ მესამე სეტში, ნიკოლოზ ბასილაშვილი, პირველის მსგავსად, 4:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ATP-მ რეიტინგი განაახლა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი, კარიერაში საუკეთესო 51-ე პოზიციაზე იმყოფება.

25 ივნისიდან, ქართველი ჩოგბურთელი ანტალიის ტურნირში ჩაერთვება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად