ნიკოლოზ ბასილაშვილი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა

გერმანიის ქალაქ ჰალეში ATP World Tour 500-იანი სერიის ტურნირზე დღეს მე-6 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაება.

მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-16 ადგილზე მყოფი ბასილაშვილის მეტოქე 21-ე ჩოგანი, იტალიელი მატეო ბერეტინი იყო, რომელთანაც ქართველ ჩოგბურთელს დადებითი ბალანსი 2:1 ჰქონდა.

დღევანდელ შეხვედრაში ფორტუნა იტალიელის ნხარეს იყო და მან ორ სეტში გაიმარჯვა – 6:4, 6:4.

23 მაისს ჟო-ვილფრიდ ცონგასთან მოგებული მატჩის შემდეგ ნიკა ბასილაშვილმა ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...