ნიკოლოზ ბასილაშვილი უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში ტაიბრეიქზე დამარცხდა

კანადაში როჯერის თასის სახელით ცნობილ ATP Masters 1000 Canada-ს გათამაშების მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ალექსანდრე ზვერევს შეხვდა.

პირველი სეტში ბასილაშვილი დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ, მას შემდეგ რაც ანგარიშზე 5:5, მეოთხედ ვეღარ გაარჩინა გეიმი დათმო სეტი 5:7 (1:0, 1:1, 1:2*, 2:2*, 3:2, 3:3, 4:3, 4:4. 4:5*, 5:5*, 5:6*, 5:7)

მეორე სეტი ბასილაშვილმა კარგად დაიწყო, 2:0 დაწინაურდა და მაშინვე დათმო საკუთარი გეიმი – 1:2. ამის შემდეგ თამაში ქულა ქულაში წავიდა და 4:4-ზე ბასილაშვილმა ზვერევის 4 გეიმ-პოიტის შემდეგ შეძლო დაწინაურება – 5:4, შემდეგ კი, 6:5-ზე ზვერევი დააბრეიქა, მოიგო სეტი (1:0, 2:0*, 2:1*, 2:2, 3:2, 3:3, 4:3, 4:4, 5:4, 5:5, 6:5, 7:5*) და ანგარიში გაათანაბრა – 1:1

მესამე გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილი ჩამორჩა – 0:1, 0:2, 1:2, 1:3, 2:3, 2:4, 3:4, მაგრამ კრიტიკულ მომენტში მოახერხა ზვერევის დაბრეიქება, გაათანაბრა ანგარიში 4:4, შემდერგ კი დაწინაურდა – 5:4. ზვერევმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება – 5:5. ბასილაშვილი ისევ დაწინაურდა – 6:5, ზვერევი კვლავ წამოეწია – 6:6 და სეტის და მასთან ერთად მატჩის ბედის, ჰამბურგის მსგავსად აქაც ტაიბრეიქზე გადაწყდა. ამჯერად ბასილაშვილს აქცია ბედმა ზურგი – 5:7, 7:5, 6:7 (5:7)

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად