ნიკოლოზ ბასილაშვილი სარდინიის ღია პირველობის ნახევარფინალში სერბ ლასლო დიორესთან დამარცხდა

დასრულდა სარდინიის ღია პირველობის ნახევარფინალური შეხვედრები

კალიარი250-ის ტურნირზე მეოთხე ნომრად განთესილი, რეიტინგში 36-ე ადგილზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე განუთესავი, რეიტინგში 49-ე ადგილზე მყოფი, სერბი ლასლო დიორე იყო.

სერბი სპორტსმენის უპირატესობა აშკარა იყო. მან 2:0 (6:2, 6:0) დაამარცხა ნიკოლოზ ბასილაშვილი და სარდინიის ღია პირველობის ფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიცთან შეხვედრაში 2:1 (6:4, 5:7, 6:1) გამარჯვებულ იტალიელ ლორენცო სონეგოს შეხვდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...