A1 ბანერი

ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის მერვედფინალში გავიდა

როტერდამში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ATP 500 სერიის ტურნირში ძირითად ბადეში მყოფი ჩოგბურთელები ჩაებნენ ბრძოლაში

ნიკოლოზ ბასილაშვილის (N20, 1820 ქულა) მეტოქე ოცდამეთორმეტედფინალში კორეელი ჰიონ ჩუნგი (N51, 910 ქულა) იყო.

ფავორიტად მიჩნეულ ბასილაშვილს კორეელმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მან პირველი სეტი 6:4 მოიგო, მეორეში კი ტაი ბრეიკზე დამარცხდა 6:7(1:7).

მესამე სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილმა იოლად მოიგო 6:2 და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე სლოვაკ მარტინ კლიჟანს (N39, 1066 ქულა) და უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩს (N37, 1080 ქულა) შორის გამარჯვებული იქნება

შეგახსენებთ, რომ როტერდამის ტურნირი ATP 500 სერიიდანა და მასში გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას შემატებს საკუთარ აქტივს. ფინალში გასვლა 300 სარეიტინგო ქულას იძლევა, ნახევარფინალში, მეოთხედფინალში, მერვედფინალში გასვლა კი – შესაბამისად, 180, 90 და 45 ქულას.

როტერდამის ტურნირის ფულადი პრიზები ასეთია:

გამარჯვებული – 405 030 €
ფინალისტი – 203 420 €
ნახევარფინალისტები – 102 635 €
მეოთხედფინალისტები – 53 940 €
მერვედფინალისტები – 26 960 €
მეთექვსმეტედფინალისტები – 14 915

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...