ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში უკუსვლას აგრძელებს

ვენაში, პროფესიონალ ჩოგბურთელთა 500-იან ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

ესპანელ ვერდასკოსთან შეხვედრის პირველი სეტი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო – 6:4, მომდევნო და შემდეგ მესამე გადამწყვეტი სეტი კი 2:6 და 1:6 დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა.

ამ დროისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა რეიტინგში 25-ე ადგილზე იმყოფება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად