ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში ასეულს მიღმა მყოფ დომენიკ კიოპფერთან დამარცხდა

აშშ-ის ღია პირველობის მეთექვსმეტედფინალური შეხვედრები გაიმართა. ნიკოლოზ ბასილაშვილის (N15) მეტოქე გერმანელი დომენიკ კიოპფერი (N102) იყო.

პირველ სეტში ბასილაშვილმა ანგარიშზე 1:1 გეიმ-პოინტი ვერ გამოიყენა, შემდეგ ანალოგიური შანსი კოპფერმა არ გაუშვა ხელიდან და სეტი მოიგო 6:3 (1:0, 1:1, 2:1, 2:2, 3:2, 4:2, 5:2, 5:3, 6:3).

მეორე სეტში ბასილაშვილის დაბრეიკებას კიოპფერის ორჯერ დაბრეიკება მოყვა, თუმცა მან ანგარიშზე 3:5 კვლავ დააბრეიკა ბასილაშვილი და საბოლოოდ სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა. კიოპფერმა სამჯერ დააბრეიკა ბასილაშვილი, თავად მხოლოდ ორჯერ დაბრეიკდა და სეტი მოიგო 7:6(7:5).

მესამე სეტში ბასილაშვილი დაწინაურდა 1:0, 2:0, 2:1, 3:1, 3:2, 4:2, 4:3 და თავის მოწოდებაზე სამჯერ შეძლო გეიმის გადარჩენა, მეოთხედ კი ვეღარაფერს გახდა და ანგარიში გათანაბრდა – 4:4. კიოპერმა, როგორც ჩანს, გეიმის მოგებას დიდი ენერგია შეალია, მომდევნო ორი გეიმში ვეღარ შეძლო წინ.ააღმდეგობის გაწევა და დამარცხდა 4:6.

მეოთხე სეტში ბასილაშვილმა თავის მეორე გეიმი დათმო, ჩამორჩა 1:3 და ამის შემდეგ უბრძოლველად დათმო სეტი და მასთან ერთად მატჩიც – 3:6, 6:7(5:7), 6:4, 1:6.

ნიკოლოზ ბასილაშვილს 1895 ქულა დარჩა და იგი ამ შედეგით ჯერჯერობით ინარჩუნებს მე-15 ადგილს

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად