ნიკოლოზ ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეუპოვარ ბრძოლაში დამარცხდა

ეს წუთია დოჰაში ბასილაშვილ-ჯოკოვიჩის მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ბრწყინვალეთ ითამაშა და სულ ცოტა დააკლდა მსოფლიოს N1 ჩოგანის დასამარცხებლად. მეტად დაძაბულ ბრძოლაში ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა 4:6, 6:3, 6:4

ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას მასტერსზე 36 670 დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგს 25 ქულა შემატა, რაც, ავსტრალიის ქალაქ ბრიდსბენში ბულგარელი დიმიტროვის იაპონელ ნიშიკორისთან მარცხის გამო, საკმარისი აღმოჩნდა ბასილაშვილის მიერ მსოფლიო რეიტინგში მე-20 საფეხურის დასაკავებლად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...