ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ოცეულშია

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მსოფლიო რეიტინგის ოცეულში შევიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა, დღეს, პარიზის პასტერსზე პირველი გამარჯვება მიითვალა, მოპოვებული სარეიტინგო ქულებით კი კიდევ ორი საფეხურით გაიუმჯობესა მდგომარეობა მსოფლიო კვალიფიკაციაში და ახლა მე-20 ადგილზე იმყოფება.

1/32 ფინალში, ბასილაშვილი მსოფლიოს 33-ე ჩოგანს, ავსტრალიელ ჯონ მილმენს უპირისპირდებოდა, რომელსაც პირველი სეტი 6:4 მოუგო, შემდეგ კი მილმენმა შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო.

1/16 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მეექვსე ჩოგანს, სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად