A1 ბანერი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე-კარლოს ტურნირზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა 

მონტე-კარლოში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის 1000-იანი სერიის ტურნირმა აიღო სტარტი.

მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩს (N37) შეხვდა ოცდამეთორმეტედფინალში და პირველ ორ სეტში გაჩაღებული ბრძოლის შემდეგ, პრაქტიკულად, უბრძოლველად დათმო მე-3 სეტი და მასთან ერთად მატჩი – 5:7, 6:3, 1:6.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთეულთა თანრიგში ბრძოლას გამოეთიშა და ბევრად უფრო ნაკლებად პრესტიჟულ წვილთა თანრიგში გააგრძელებს ბრძოლას.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...