ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ATP 250 ტურნირის გამარჯვებულია

მიუნხენში დასრულდა ჩოგბურთელთა ATP 250 ტურნირის გათამაშება

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ნიკოლოზ ბასილაშვილი (N33) და მასპინძელი იან ლენარდ შტრუფი (N39) წარდგნენ

შეხვედრის პირველი სეტის პირველივე გეიმში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრეიკი აართვა მეტოქეს და შემდეგ ქულა-ქულაზე თამაშით 6:4 გაიმარჯვა.

მეორე სეტში შეხვედრა ქულა-ქულაში მიდიოდა მისი ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. ტაი-ბრეიკზე, მაშინ როცა ანგარიში 4:4 იყო, შტრუფმა დათმო საკუთარი მოწოდება, შემდეგ კი ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარი ორი გეიმიდან პირველი მოიგო, მაგრამ მეორე დათმო, მაგრამ ისევ დააბრეიკა შტრუფი და სეტი 7:6(7:5) მატჩი კი 2:0 მოიგო და მიუნხენ ATP 250-ის გამარჯვებული გახდა

ბასილაშვილმა კარიერაში მეხუთედ შეძლო ATP ტურნირზე გამარჯვების მოპოვება:

1. 2018, ივლისი, ATP 500, გერმანიის ღია პირველობა;
2. 2018, ოქტომბერი, ATP 500, ჩინეთის ღია პირველობა;
3. 2019, ივლისი, ATP 500, გერმანიის ღია პირველობა;
4. 2021, მარტი, ATP 250, კატარის ღია პირველობა;
5. 2021, მაისი, ATP 250, ბავარიის ღია პირველობა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...