ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის 250-იანი ტურნირის ფინალში გავიდა

მიუნხენში ATP-250 – იანი ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრები დასრულდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის (N33) მეტოქე ნახევარფინალში ნორვეგიელი კასპერ რუდი (N22) იყო.

შეხვედრის პირველ სეტში რუდი დაწინაურდა, ბასილაშვილმა ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ მეტოქეს სამჯერ ზედიზედ აუღო ბრეიკი, თავად არცერთი გეიმი არ დაუთმია და სეტი 6:1 მოიგო.

მეორე სეტი ბასილაsვილმა დაიწყო და დაწინაურდა -1:0, შემდეგ ბრეიკი აიღო დაკვლავ მოიგო საკუთარი ჩაწოდება – 3:0. რუდმა გაიბრძოლა – 3:1, მაგრამ ვერაფერს გახდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეტი 6:2, მატჩი კი 2:0(6:1,6:2) მოიგო.

ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მასპინძელ იან ლენარდ შტრუფს (N41) შეხვდება. მან ნახევარფინალში ბელარუს ილია ივაშკას 2:0(6:4,6:1) სძლია.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას და 41145 დოლარ ფულად პრიზს მიიღებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...