ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის 250-იანი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

მიუნხენში ATP-250 – იანი ტურნირის მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიო რეიტინგის N35-ე ჩოგბურთელია, მერვედფინალში 112-ე ნომერი, კოლუმბიელი დანიელ ელაჰი გალანი დაამარცხა – 2:0( 6:4 6:2) და მეოთხედფინალში გავიდა.
 
მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე სლოვაკი ნორბერტ გომბოსი (N89) იქნება.
 
მიუნხენის ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას და 41145 დოლარ ფულად პრიზს მიიღებს
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...