ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერს გამოეთიშა

დღეს მაიმის ATP1000 სერიის ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ფელიქს ოჟე-ალისიმს შეხვდა

18 წლის კანადელი ფელიქს ოჟე-ალისიმი შარშან მარტში, მაიამის მასტერსის წინ ATP რეიტინგში 311 ქულით 182-ე ადგილზე იყო, წლის ბოლოს მან 527 ქულით 108-ე ადგილზე გადაინაცვლა, წელს მაიამი მასტერსის წინ გამოქვეყნებულ რეიტინგში კი 876 ქულით 57-ე ადგილზე იყო.

ამავე პერიოდში ნიკოლოზ ბასილაშვილს ასეთი შედეგები ჰქინდა: მარტში 640 ქულა და 89-ე ადგილი, წლის ბოლოს – 1795 ქულა და 21-ე ადგილი, მაიმი-2019–ს დაწყების წინ – 1865 ქულა და მე-19 ადგილი.

წელს ფელიქს ოჟე-ალისიმის რეიტინგში დაწინაურება მის მიერ რიოში ATP500 სერიის ტურნირის ფინალში გასვლით მოპოვებულმა 360-მა ქულამ და ნაწილობრივ, ინდიან უელსის მეთექვსმეტედფინალში გაღწევის შედეგად მოპოვებულმა ქულებმა განაპირობა. სხვა ტურნირებზე ის საწყის ეტაპებზე გამოეთიშა ბრძოლას.

ფელიქს ოჟე-ალისიმმა 2019 წელს ინდიან უელსში ბერძენი სტეფანოს ციციპასი, ხოლო მაიამიში უნგრელი მარტონ ფუქსოვიჩი დაამარცხა, ჩოგბურთელები, რომლებმაც წელს თავის მხრივ, ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხეს, თუმცა მანამდე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ამერიკელი თავად დამარცხდა ამერიკელ კრისტოფერ ეუბენკსთან, ჩოგბურთელთან, რომელმაც ავსტრალიაში ნიკოლოზ ბასილაშვილან შეხვედრაში იწვნია მარცხი.

დღევანდელი შეხვედრის წინ ტოტალიზატორთა უმეტესობა მცირე უპარატესობას ფელიქს ოჟე-ალისიმეს ანიჭებდა და მის მიერ პირველი, თითქმის წაგებული სეტის თავის სასარგებლოდ შეტრიალების (აგებდა 5:6 და ჩაწოდება ბასილაშვილის იყო) და მეორე სეტის დასაწყისშივე ბასილაშვილის ჩაწოდების მოგების შემდეგ ოჟე-ალისიმესს მოგგებაზე ფსონები 1,07-მდე დასწიეს, ხოლო ბასილაშვილის მოგებაზე კი 9-მდე გაზარდეს.

სამწუხაროდ, მათი მოლოდინი გამართლდა. ბასილაშვილმა გაიბრზოლა, დაიბრუნა წაგებული გეიმი, მაგრამ იქვე ისევ დათმო საკუთარი გეიმი და მალე სეტი და მატჩიც. ნიკოლოზ ბასილაშვილი დამარცხდა – 6:7 (4:7), 4:6

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...