ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის ტურნირის ოცდამეთორმეტედფინალში ბენუა პერისთან დამარცხდა

მადრიდში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ტურნირზე ოცდამეთერმეტედფინალური შეხვედრები მიმდინარეობს

მადრიდის 1000-იანი ტურნირის ოცდამეთორმეტედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის (N30) მეტოქე ფრანგი ბენუა პერი (N34) იყო

პირველი სეტი პერის მოწოდებით დაიწყო, იგი დაწინაურდა, შემდეგ ბასილაშვილი დააბრეიკა და ისევ მოიგო საკუთარი ჩაწოდება. ბასილაშვილმა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო პირველი ქულის აღება და იქვე საპასუხო ბრეიკის (4 გეიმ-ბოლის შემდეგ!) აღება. საკუთარ ჩაწოდებაზე ბასილაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ პერი ისევ დაწინაურდა, ბასილაშვლმა ისევ გაათანაბრა – 4:4, მაგრამ კიდევ ერთხელ დაწინაურებულმა პერიმ ბასილაშვილი სეტში მეორედ დააბრეიკა და გაიმარჯვა – 6:4.

მეორე სეტში თავიდან ისევ პერი დაწინაურდა, მაგრამ ბასილაშვილმა ჯერ საკუთარი ჩაწოდებით გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ მეტოქე დააბრეიკა (ექვსი გეიმ-ბოლის შემდეგ!) და დაწინაურდა.

პერიმ უკუბრეიკით ანგარიში გაათანაბრა, საკუთარ ჩაწოდებაზე კი დაწინაურდა – 3:2. ბასილაშვილმა ანგარიში გაათანაბრა და იქვე ჯერ პერის, შემდეგ კი საკუთარი ჩაწოდებაც დათმო, თუმცა მარცხს არ შეურიგდა და მეტოქის დაბრეიკებით ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თავის ჩაწოდების შემდეგ კი გაათანაბრა ანგარიში – 5:5.

ამის შემდეგ პერიმ ჯერ თავის ჩაწოდება მოიგო, შემდეგ კი მესამე მატჩ-ბოლზე გამარჯვებას მიაღწია – 2:0(6:4, 7:5)

მადრიდის ტურნირზე გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას და 315160 დოლარ ფულად პრიზს მიიღებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...