ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის მასტერსის ფინალში ვერ გავიდა

საფრანგეთში, ლიონში, ATP-ის 250-იანი სერიის Open Parc Auvergne-Rhone-Alpes-ზე, ნახევარფინალური შეხვედრები დასრულდა.

პირველად ერთმანეთს ბენუა პაირი (საფრანგეთი, N45) და ტეილორ ფრიცი (აშშ, N41) შეხვდნენ. მასპინძელმა შეხვედრა უპრობლემოდ, ორ სეტში მოიგო – 6:4,6:2 და ხვალინდელი ფინალური შეხვედრის წინ, აქტივს შემატებული 60 ქულის წყალობით, მე-40 ადგილზე ავიდა (სულ, ლიონში, ფინალში გასვლის გამო, მას 90 ქულა ფინალამდე, ხოლო დამატებით 60 ქულა, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლისთვის შეემატა) მათ შემდეგ კორტზე ერთმანეთის პირისპირ მსოფლიო მე16 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი და კანადელი ფელიქს ოჟე ალიასიმე (N24) დადგდნენ. მათ შორის დღემდე გამართულ ერთადერთ შეხვედრაში, 2019 წლის 26 მარტს, 1000-იანი სერიის, Miami Open presented by Itau-ს მერვედფინალში, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, გამარჯვება ფელიქს ოჟე ალიასიმეს ჰქონდა მოპოვებული – 7:6(7:4),6:4. დღევანდელი მატჩის წინ ტოტალიზატორებს ოჟე ალიასიმე მიაჩნდათ ფავორიტად, მას 1,7 ჰქონდა კოეფიციენტი, ხოლო ბასილაშვილს კი – 2,2. პირველი სეტის დასაწყისშივე ბასილაშვილმა ოჟე ალიასიმეს გეიმი მოიგო და დაწინაურდა – 1:0.

ამის შემდეგ მეტოქეებმა საკუთარი გეიმები მოიგეს და ანგარიში 3:1 გახდა. აქ ოჟე ალიასიმემ კვლავ ვერ შეძლო საკუთარი გეიმის მოგება და ბასილაშვილმა ანგარიში ჯერ 4:1, შემდეგ კი 5:1 გახადა. ალიასიმემ შეძლო ანგარიშში სხვაობის შემცირება, მაგრამ იქვე ბასილაშვილმა გადაუწურა მას სეტის გადარჩენის იმედი და 6:2 გაიმარჯვა. მეორე სეტი ქულა-ქულაში მიდიოდა და ანგარიშზე 4:4 ბასილაშვილს რამდენჯერმე ჰქონდა გეიმ-პოინტი, თუმცა საბოლოოდ წააგო გეიმი. სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. ოჟე ალიასიმემ გაიმარჯვა 6:7(3:7) და მატჩის ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მესამე სეტსი ბასილაშვილი 3:2 დაწინაურდა, მეტოქეებმა მცირე ხნის შეივენეს და თამაშის განახლებისთანავე ბასილაშვლმა ორჯერ ვერ შეძლო გეიმ-პოინტის გამოყენება 3:3. ანალოგიური შანსი ოკვე ოჟე ალიასიმეს მიცა და მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. – 3:4. ალიასიმეს მეოთხე გეიმზე ბასილაშვილს კვლავ ორჯერ ჰქონდა გეიმ-პოინტი და მან კვლავ ვერ გამოიყენა ანგარიშის გათანაბრების შანსი – 3:5.

ამის შემდეგ ბასილავილისგეიმზე ალიასიმემ ვერ შეძლო მატჩ-პოინტის გამოყენება და ანგარიში 4:5 გახდა. შემდეგი გეიმი ალიასიმემ უპრობლემოდ მოიგო ბასილასვილი წელს უკვე მეორედ დამარცხდა ალიასიმესთან – 6:2, 6:7(3:7), 4:6. მისი სარეიტინგო ქულები და ადგილი რეიტინგში არ შეცვლილა, იგი კვლავინდებურად მსოფლიოს მე-16 ჩოგანი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად