ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის მასტერსის ფინალში დამარცხდა

კალიფორნიაში ინდიან-უელსის მასტერსი დასრულდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის მასტერსის ფინალში დიდ ბრიტანელ კამერონ ნორის შეხვდა.

პირველი სეტი ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ საკუთარი გეიმის მოგებით დაიწყო, მაგრამ მალე კამერონ ნორი თავისი გეიმის მოგების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი დააბრეიკა, შემდეგ მეორედ მოიგო თავის გეომი და 3:1 დაწინაურდა.

ამის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეძლო თამაშის სადავეების საკუთარ ხელში აღება და ზედიზედ 5 გეიმი მოიგო

მეორე სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1:1-ზე დააბრეიკა მეტოქე, დაწინაურდა, მაგრამ ნორიმ უკუბრეიკით გაათანაბრა ანგარიში – 2:2. სეტი ქულა-ქულაში გაგრძელდა და 6:5-ზე ნორიმ ბასილაშვილის დაბრეიკება, სეტის მოგება და ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

 

მესამე გადამწყვეტ სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილს ნერვებმა უმტყუნა და  კამერონ ნორიმ სეტი ადვილად მოიგო – 6:1

ინდიან უელსის მასტერსის ფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა  600 სარეიტინგო ქულა და 640 000 დოლარი ფულადი პრიზი მიიღო.

კომენტარები
იტვირთება...