ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

ჰამბურგში ATP Hamburg European Open 500 ტურნირზე დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილმა მესამე შეხვედრა გამართა.

მისი მეტოქე ფრანგი ჯერემი ჩარდი (N72 “ცოცხალ” რეიტინგში) იყო. ნიკოლოზ ბასილაშვილი თავიდანვე დაწინაურდა და ბოლომდე არაფერი დაუთმო მეტოქეს. მან ორ სეტში გაიმარჯვა 6:2, 6:3

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე სერბ კრაჟინოვიჩსა და გერმანელ ზვერევს შორის მატჩში გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილშვილი ჰამბურგის შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულია და ამჟამად შარშან მოპოვებული 500 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი. ასეთ შემთხვევაში იგი რეიტინგში ჰამბურგის ტურნირის დაწყებამდე დაკავებულ მე-16 ადგილს შეინარჩუნებს. ამჟამად ნიკოლოზ, მხოლოდ 180 ქულა აქვს დაცული და 1645 ქულით “ცოცხალ” რეიტინგში 22-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად