ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს 500-იანი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

გერმანიაში, ჰალეს ATP 500-იან ტურნირზე, მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ

საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩის მოგების შემდეგ მეთექვსმეტედფინალში გასულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (N30, 1850 ქულა) ფრანგი ჟილ სიმონის (N92, 823 ქულა) სამ სეტში 2:1 (6:1,3:6,6;4) დამარცხების შემდეგ მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგი არტურ რინდერკნიხი (N107, 734 ქულა) 2:0(6:2,7:5) დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის (N29, 1895) მეტოქე მეოთხედფინალში სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისი (N51, 1268 ქულა) იქნება, მისი ძლევის შემთხვევაში კი რუს ანდრეი რუბლიოვს (N5, 5910 ქულა) და გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს (N115, 697 ქულა) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე განთესილი რვა ჩოგბურთელიდან ბრძოლას მხოლოდ ანდრეი რუბლიოვი აგრძელებს, ხოლო დანილ მედვედევი, ალექსანდრ ზვერევი, როჯერ ფედერერი, აგუტ ბაუტისტა, დავიდ გოფინი და გაელ მონფილსი ასპარეზობას გამოეთიშნენ. კიდევ ერთი განთესილი, ბერზენი სტეფანოს ციციპასი ტურნირს საკუთარი ნებით, ბებიის გარდაცვალების გამო გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ჰალეს ტურნირის გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულასთან ერთად 113 785 ევროს მიიღებს, ფინალისტი – 300 ქულას და 84 075 ევროს, ნახევარფინალისტები – 180 ქულას და 59 860 ევროს, მეოთხედფინალისტები – 90 ქულა და 46 730 ევრო გაინაღდეს.

კომენტარები
იტვირთება...