ნიკოლოზ ბასილაშვილი გოფინთან დამარცხდა

ბარსელონაში მიმდინარე ღია პირველობაზე, 1/16 ფინალური შეხვედრა, დავით გოფინთან, ორ სეტში დათმო საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

შეხვედრის სტარტზე, ქართველი ჩოგბურთელი კარგად გამოიყურებოდა და მეტოქეს რამდენიმე ბრეიქიც გაუკეთა, თუმცა, მიუხედავად ბრძოლისა, პირველი სეტი – 7:5 მაინც წააგო.

მეორე სეტში, ქართველმა ბელგიელ მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობა საერთოდ ვეღარ გაუწია და მასთან 6:0 წააგო.

ამრიგად, ბასილაშვილი ბარსელონას ღია პირველობას დაემშვიდობა, რომლის საპრიზო ფონდიც 2.2 მილიონ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად