ნიკოლოზ ბასილაშვილი დამარცხდა და უიმბლდონის ტურნირს გამოეთიშა 

უიმბლდონის ტურნირზე დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრის შეხვედრას ატარებდა.

პირველი ორი სეტის უშანსოდ წაგების (3:6, 2:6) შემდეგ ბასილაშვილმა მესამეც ცუდად დაიწყო და მხოლოდ სეტის მიწურულს, ანგარიშზე 2:5, გამოფხიზლდა. მან ევანსს ორჯერ, იმ დროს, როდესაც ტოტალიზატორებმა შანსები 1:101-ზე შეაფასეს, გაუცრუა იმედი, ორივე მატჩ-პოინტზე შეძლო ძალების მობილიზება და ანგარიში შეამცირა – 3:5.

შემდეგ, ევანსის ჩაწოდებაზე, ბასილაშვილს სამჯერ-ჰქონდა გეიმ-პოინტი, შემდეგ ევანსს მატჩ-პოინტი და ბოლოს, მეხუთე გეიმ-პოინტის მოგების შემდეგ ბასილაშვილმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. – 4:5.

ამის შემდეგ ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდებაზე ევანსს მატჩ-პოინტი გაუცუდა და ანგარიში გაათანაბრა. ევანსი კვლავ დაწინაურდა – 6:5, ბასილაშვილმა კვლავ გაათანაბრა ანგარიში – 6:6 და სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა.

სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილი დამარცხდა – 3:6, 2;6. 6:7 (2:7

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად