A1 ბანერი

ნიკოლას მადურომ ვენესუელის ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდა

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, ქვეყნის ხელისუფლებას გადაგომისკენ მოუწოდა, რათა მოხდეს ხელისუფლების მუშაობის რესტრუქტურიზაცია. ამის შესახებ თავის ტვიტერზე ქვეყნის ვიცეპრეზიდენტი დელსი როდრიგესი წერს.

“პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხელისუფლებას გადადგომა სთხოვა, რათა მოხდეს ბოლივარული ხელისუფლების მუშაობის მეთოდების ღრმა რესტრუქტურიზაცია, რათა დავიცვათ ბოლივარის სამშობლო და ჩავესი დიდი საფრთხისგან”, – ნათქვამია ვიცეპრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რომელიც ვენესუელის კომპანიამ Meganálisis ჩაატარა, ქვეყნის გამოკითხული მოსახლეობის 88,9%-მა მხარი დაუჭირა პრეზიდენტისა და ხელისუფლების გადადგომას. გადადგომის წინააღმდეგ იყო გამოკითხულთა 8,8%, ხოლო 2,2%-მა აღნიშნულ შეკითხვას პასუხი ვერ გასცა.

ვენესუელაში ახალი პოლიტიკური კრიზისი მას მერე დაიწყო, რაც ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მას მხარი დაუჭირა რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, კანადამ, საქართველომ, ლათინური ამერიკის რიგმა ქვეყნებმა და სხვა.

ნიკოლას მადურომ მას არაკონსტიტუციური პრეზიდენტი უწოდა, ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ წყვეტს აშშ-სთან დიპლომატიურ ურთიერთობას და ხურავს ვენესუელაში მათ ყველა საელჩოსა და საკონსულოს. მან ამერიკელ დიპლომატებს, ქვეყნის დატოვებისათვის 72 საათი მისცა. ნიკოლას მადუროს კი მხარს უჭერს ისეთი ქვეყნები, როგორიც არის რუსეთი, კუბა, თურქეთი, ბოლივია, ნიკარაგუა, სალვადორი და ირანი.

გარდა პოლიტიკური კრიზისისა, ვენესუელაში მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა. 2018 წელს ქვეყნის მშპ 18%-ით შემცირდა. გარდა ამისა, ქვეყანაში ფიქსირდება ჰიპერინფლაცია, საკვებისა და პირველადი მოხმარების საქონლის დეფიციტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...