A1 ბანერი

ნიკოლას მადურომ ბრაზილიასთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ განაცხადა

სახმელეთო საზღვარი ვენესუელასა და ბრაზილიას შორის დაიკეტება. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა.

მისი თქმით, საზღვარი 21 თებერვლის 20:00 საათზე დაიკეტება, რაც ჩვენი დროით 22 თებერვლის ღამის 2 საათია. ეს ზომა იმოქმედებს მომდევნო განკარგულების გაცემამდე. მადურო არ აგრეთვე არ გამორიცხავს კოლუმბიასთან საზღვრის დაკეტვას.

20 თებერვალს, ვენესუელამ საზღვაო საზღვარი დაკეტა კარიბის ზღვის რამდენიმე კუნძულთან, კერძოდ კი არუბასთან, კურასაოსთან და ბონაირესთან. ქვეყნის ხელისუფლებას, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების გამომწვევი მიზეზები არ განუმარტავს.

იანვარში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ვენესუელაში 20 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის შესახებ განაცხადა, ვინაიდან ვაშინგტონი ხუან გუაიდოს უჭერს მხარს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰუმანიტარული დახმარება კოლუმბიაში ჩაიტანეს. დახმარების ვენესუელაში ტრანსპორტირებას კი ადგილობრივი ხელისუფლება ბლოკავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...