ნიკოლას მადურო კოლუმბიის ყოფილ ლიდერს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს

ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, კოლუმბიის ყოფილი ლიდერი ალვარო ურიბე მის მკვლელობის გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას La Vanguardia ავრცელებს.

”შევიტყვე ალვარო ურიბე ველესის გეგმის შესახებ, რომელსაც ის აშშ-ში კოლუმბიის ელჩ ფრანცისკო სანტოსთან ერთად გეგმავდა.
მათ ვენესუელაში 32 დაქირავებული ადამიანი გაგზავნეს, რომ მოვეკალი”, – განაცხადა მადურომ.

2018 წლის 4 აგვისტოს ნიკოლას მადუროზე დრონით, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, მკვლელობის მცდელობა განხორციელდა.

ინციდენტი კარაკასში, ნიკოლას მადუროს სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. თავდასხმის ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ მკვლელობის მცდელობები განმეორდება.

მოგვიანებით, სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ თავდასხმის მომზადების ბრძანება კოლუმბიის ყოფილმა პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა გასცა. თუმცა, კოლუმბიის ყოფილმა ლიდერმა ბრალდებები უარყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...