ნიკოლაძე გვარამიას: თქვენ მართლა “თეთრბოტასიანებო”, ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია

თქვენ მართლა “თეთრ ბოტასიანებო“ თქვენ, ვიდრე სკანდალების კოცონზე დამწვავთ ვიდეო ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია. – ასე მიმართავს გიორგი შაქარაშვილის ბიძა ტელეკომპანია “მთავარის” ხელმძღვანელს, ნიკა გვარამიას.

ადვოკატი და ოჯახის ახლობელი ელისო კილაძეს და ნიკა გვარამიას პასუხობს, რომელთაც ეთერში წარმოადგინეს მირიან ნიკოლაძის ხელწერილი. ხელწერილის თანახმად, მირიან ნიკოლაძემ ჩაიბარა გიორგი შაქარაშვილის თეთრი ფერის ბოტასები გამოძიებისგან.

“ვიდრე წყალში ასფიქსიით გარდაცვლილ ბავშვზე (რომელიც ოჯახმა ჯერ კიდევ მესამე დღეს იცოდა), ექსპერტიზის მოსვლამდე მთელი სერიოზულობით ამტკიცებ, რომ მას „ოთხი დღე მანქანით“ დაატარებდნენ, მანამდე გააგრძელებ მუცლით მეზღაპრეობას და ბავშვები დაგცინებენ.
მართლა მეზარება ახლა კიდევ ბევრი საცოდაობის წერა (დილით ადრე ვარ ასადგომი), მაგრამ გამოძიების სასწავლად ამ ეტაპზე ესეც გეყოფა.

ახლა, რაც შეეხება შენს „საგამოძიებო ჯგუფს“. ელისო კილაძის იმედზე რომ იქნები, მერე ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალო. იმას რომ ვერ გაარკვევთ საქმეში რამდენი სამარშრუტო ტაქსი ფიგურირებს და რომელი რა მიმართულებით მოძრაობს, ბუნებრივია, „ხვალ მთელ ჭიათურას შემოივლით“ (თუ როგორც ბრძანა ქალბატონმა) თეთრპერანგიანი ადამიანების ძებნაში და ბოლოს მიხვდებით, შტერი თავი რატომ არ აძლევს ფეხებს მოსვენებას.
მაგრამ ეგ არაფერი. გარდაცვლილი ბავშვის ბიძის თავისივე შვილის მკვლელთა დაფარვაში აღმოჩენილი „უტყუარი სამხილი“ -თეთრი ბოტასები, იყო ის, რაც რეალურად ხართ.

კი ხართ ღირსები, საერთოდ რომ არ გითხრათ რა ხელწერილია და რის გამო შედგა, მაგრამ გეტყვით მერე ვიღაცა და შემდეგ გადაცემაში ისე „ჩაასწორებთ“, როგორც „ექვსი წუთის“ ამბავს, ვითომც აქ არაფერი მომხდარა. თქვე მართლა „თეთრ ბოტასიანებო“ თქვენ, ვიდრე სკანდალების კოცონზე დამწვავთ ვიდეო ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია.

საკუთარმა დედამ, იმ დედამ, რომელსაც ყოველ ღამე თავიდან ჰკლავთ თქვენი მდარე მიდრეკილებების გამო, ჯერ კიდევ გიორგის ძებნის პროცესში გადმომცა, რომ კინოლოგიური სამსახურის მეშვეობით გვეძებნა ბავშვის კვალი, ხოლო საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაგვიბრუნდა უკან, რასაც ადასტურებს „სკანდალური ხელწერილი“ (მაგის მთქმელს ნამუსი რომ არ აქვს ვიცი, მაგრამ დღეიდან სერიოზულადაც ნუ დაუჯერებთ რამეს, თქვენთვის ვიძახი).
რას ვერჩი იმ ანგელოზივით მხატვრული ფილმის უწყინარ პერსონაჟს არ ვიცი, მაგრამ მთელი ქვეყანა, რომ დღეიდან ნახალოვკელ „კაწროზე“ და გამომძიებელ „ბაწროზე“ ისაუბრებს ეგ ვიცი.” -წერს მირიან ნიკოლაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად