ნიკოლა ფაშინიანი: ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, თუმცა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე არ მივსულვართ

“ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი მოწოდების შემდეგ გაჩნდებოდა ჭორები, რომ კორონავირუსი არ არსებობს და არ ვრცელდება. უკვე ყოველდღე ვიმკით ამ ჭორების შედეგებს”, – ასე მიმართა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლა ფაშინიანმა მოქალაქეებს.

„ამბობენ, რომ ეს სიცრუეა, რომ კორონავირუსი არ არსებობს და მთავრობა ციფრებს იმიტომ აქვეყნებს, რომ დახმარება მიიღოს. თითქოს, ჩვენი ხელისუფლება ასე ხშირად ითხოვდეს დახმარებას საჭიროების გარეშე.

კორონავირუსის შესახებ ბევრი რამ სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, ჩვენთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, რომ უფრო ადრე გაგვეგო საზოგადოების დამოკიდებულება ვირუსთან დაკავშირებით.

ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, თუმცა ჰუმანიტარული კატასტროფამდე არ მივსულვართ. შეგვიძლია, ეს ჯოჯოხეთი გავიაროთ ჰუმანიტარული კატასტროფის გარეშე“, – განაცხადა ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად