ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

შესაბამისი ბრძანება სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა დღეს გამოაქვეყნა.

სომხეთის კონსტიტუციის 89-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი, ახლად არჩეული ეროვნული ასამბლეის მუშაობის დაწყების შემდეგ, დაუყოვნებლივ ნიშნავს პრემიერ-მინისტრად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს.

სომხეთის ახალი მოწვევის პარლამენტმა მუშაობა 2 აგვისტოს დაიწყო და მასში 107 დეპუტატია.

კომენტარები
იტვირთება...