ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთ-სომხეთს შორის ურთიერთობა ახალ დინამიკაზეა

სომხეთში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობა ახალ დინამიკაზეა,-სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

”ახლახან შევთანხმდით, რომ რუსეთში ჩემი ოფიციალური ვიზიტი 2020 წელს შედგება, რასაც მოჰყვება რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში”, – განაცხადა ფაშინიანმა ერევანში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე.

პრემიერის თქმით, სომხეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ეფექტურად ვითარდება.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სავაჭრო ბრუნვა $ 2 მილიარდს მიაღწევს, ეს საკმაოდ კარგი შედეგია. ეს ყველაფერი ქმნის მნიშვნელოვან წინაპირობებს ქვეყნებს შორის მოკავშირეთა, სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენი ურთიერთობების განვითარების თაობაზე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”,- აღნიშნა სომეხმა პოლიტიკოსმა.

ოქტომბრის ბოლოს, გაზეთ “კომერსანტთან” ინტერვიუში, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით 2020 წელს, წლის პირველ ნახევარში ჩავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად