A1 ბანერი

ნიკო ფიროსმანის ნახატები საფრანგეთში ვან გოგის მუზუმში გამოიფინება

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ქართული ოცნება” ავრცელებს.

“ნიკო ფიროსმანის ნახატები, სარფანგეთში, ქალაქ არლიში, ვან გოგის მუზეუმში გამოიფინება. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრის ნამუშევრები ვინსენტ ვან გოგის ნახატებთან ერთად ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად მსოფლიოსთვის ქართველი მხატვრის უკეთ გაცნობას ისახავს”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში..

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...