ნიკო ლეკიშვილი: საპატიო თბილისელობა ყველაზე დიდი რამაა, რითაც ჩემი ცხოვრება აღინიშნა ამ ქალაქში

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ყოფილი მერი, ნიკო ნიკოლაძე საპატიო თბილისელად დაასახელა. ნიკო ლეკიშვილმა მას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამაზე დიდი ჯილდო მისთვის არ არსებობს.

“დიდი მადლობა, დღეს დიდი გია ყანჩელი გავაცილეთ ჩვენ… ერთი ხუთი წლის წინ მითხრა, შენ რატომ არ ხარ საპატიო თბილისელიო? მე ვუთხარი, ჩემო გია, მირჩევნია მკითხონ რატომ არ ვარ, ვიდრე ვინმემ იკითხოს რატომ ვარ საპატიო თბილისელი-თქო.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კახა კალაძეს, რადგან ვიცი, რომ მისი წარდგინებით ვარ მე. არც ორდენი მაქვს და არც მედალი, ეს არის ყველაზე დიდი რამ, რითიც ჩემი ცხოვრება ამ ქალაქში აღინიშნა” – განაცხადა ნიკო ლეკიშვილმა.

კახა კალაძე: მე მინდა ბატონ ნიკოს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც აკეთებდა და გაკეთ იმ რთულ პერუოდში ჩვენი ქალაქისთვის. ბატონი ნიკო არის ადამიანი, რომელიც ჩვენს ქალაქსში დიდი სიყვარულით და ავტორიტეტით სარგებლობს

„გულწრფელად ვამბობ, ამ ქალაქის მსახურებით არ დავიღლები. ჩვენი გუნდი სწორედ თქვენი მხარდაჭერით, ჩართულობითა და გვერდში დგომით აკეთებს ქალაქისთვის საჭირო და სასიკეთო საქმეებს. სწორედ თქვენ გვეხმარებით, რომ თბილისისა და თბილისელების წინაშე არსებული გამოწვევები ღირსეულად გადავჭრათ.

თბილისი არის ყველა ადამიანი, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მასზე ზრუნავს და არასდროს ავიწყდება. ეს ქალაქი არის პედაგოგი, ექიმი, მემანქანე, ბაღის პედაგოგი და ა.შ. სწორედ ამიტომ, წელს იმ ადამიანებს დავაჯილდოვებთ, ვინც ჩვენს ქალაქზე ყოველდღიურად, დღე და ღამე ზრუნავს. ეს ადამიანები თბილისისთვის ძალიან ბევრს აკეთებენ, რასაც ყველანი ვხედავთ. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და საპატიო თბილისელის წოდება მივანიჭო მათი ფასდაუდებელი წვლილისთვის ჩვენს ქალაქზე ზრუნვის საქმეში“, – განაცხადა დედაქალაქის თბილისის მერმა.

„თბილისობის“ გალაკონცერტი კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა და მისი რამდენიმე მელოდია შესრულდა.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მომავალი წლის „თბილისობის“ დღეები მთლიანად კომპოზიტორის ხსოვნას მიეძღვნება. „ემოციურად რთულია, რადგან ჩვენ დღეს ბოლო გზაზე გავაცილეთ ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი, ადამიანი, შემოქმედი, ჩვენი გია ყანჩელი. ძალიან მძიმეა, როცა ისმენ მის შემოქმედებას დღეს აქ და ის სამწუხაროდ, ჩვენთან აღარ არის.

“მომავალი წლის „თბილისობის“ დღეები, აუცილებლად გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. თბილისი გამორჩეული ქალაქია თავისი უნიკალური ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით და რაც მთავარია, სტუმართმოყვარე, თბილი ადამიანებით.

ეს ქალაქი ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლის და სიცოცხლის ფასად, შრომითა და განათლებით, უკეთესი მომავლის იმედით, თავისუფლებისკენ სწრაფვის შეუჩერებელი სურვილით შემოგვინახეს. თბილისი თითოეული ჩვენგანის ქალაქია. ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ჩვენი ვალია, შვილებს, შვილიშვილებს, მომავალ თაობებს უნიკალური ისტორიის მქონე, განვითარებული ქალაქი გადავცეთ, რითიც აუცილებლად იამაყებენ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, თბილისი კიდევ უფრო მოწესრიგებული, გალამაზებული, განვითარებული, სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სიტყვის დასასრულს, კახა კალაძემ თბილისელების სახელით, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის საქართველოს პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადა:

“მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელიც ზურგს მიმაგრებს. ამ გუნდს „ქართული ოცნება“ ჰქვია და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. ნამდვილად მეამაყება, რომ დედაქალაქის მერიას, პირადად მე – კახა კალაძეს, ზურგს უმაგრებს ცენტრალური ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ზუსტად, ასეთი თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქვეყნის განვითარება, ქალაქის მოწესრიგება და ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს ჩვენ ყველას გვაწუხებს.პირობას გაძლევთ, რომ ერთიანი ძალისხმევით, აუცილებლად შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გალაკონცერტი, რომელშიც საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები, სახელგანთქმული კოლექტივები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ, ახლადრეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე გაიმართა. „თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები დედაქალაქის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად