ნიკო ლეკიშვილი: კახი კალაძე იმსახურებს პირადად ჩემგან მადლობას

თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი მოქმედი მერის, კახა კალაძის ვიდეომიმართვას კომენტარის სახით გამოეხმაურა. მან დედაქალაქში მიმდინარე პროექტებს მასშტაბური და ყოვლისმომცველი უწოდა.

„50 წელი ქალაქის სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდი. ჩემს წინ გაიარა ყველაფერმა, ორჯერ ვიყავი ქალაქის სათავეში და დამეჯერება ალბათ, რომ ასეთი მასშტაბის, ასეთი მრავალპლანიანი, ყოვლისმომცველი რეკონსტრუქცია ქალაქში არ ჩატარებულა. ამასთანავე, ასეთ შემჭიდროებულ დროსა და რთულ პირობებში. კახი და მთლიანად ქალაქის ხელმძღვანელობა იმსახურებს პირადად ჩემგან პატივისცემას და მადლობას,“- წერს ნიკო ლეკიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად