ნიკარაგუაში ქარიშხალ „იოტას“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა

მინიმუმ რვა ადამიანი გახდა ნიკარაგუაში ქარიშხალ “იოტას” მსხვერპლი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორი ადამიანი – მგზავრი და ტაქსის მძღოლი დაიღუპა ქვეყნის დედაქალაქ მანაგუაში, როდესაც ხე დაეცა მანქანას, რომელშიც ისინი ისხდნენ.

მანამდე ნიკარაგუას ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სტიქიამ ექვსი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად