ნიკარაგუაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩო გაიხსნება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნიკარაგუას რესპუბლიკაში რეგიონის საელჩოს შექმნის შესახებ. ამის შესახებ ბჟანიას ე.წ. პრესსამსახურში განაცხადეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“აფხაზეთის რესპუბლიკასა და ნიკარაგუას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით, შეიქმნას აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩო ქალაქ მანაგუაში“, – ნათქვამია ბჟანიას განკარგულებაში.

კომენტარები
იტვირთება...