მინიმუმ 16 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ ნიკარაგუაში სატვირთო მანქანის ხევში ჩავარდნის შედეგად.
აღნიშნულია, რომ შემთხვევა მოხდა ვასალის მუნიციპალიტეტში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა, მინიმუმ 25 ადამიანი. ყველა დაზარალებული ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
წინასწარი მონაცემებით, სატვირთო ავტომობილის მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემა შეიძლებოდა ავარიის მიზეზი გამხადრიყო.