A1 ბანერი

ნიკალას ნახატები: “მალაკნების ქეიფი”, “ხილის დუქანი”, “ორთაჭალის ტურფები” და “ნატურმორტი დოშებით, დიუსელდორფში გამოიფინება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წლის 10 ნოემბრიდან, 2019 წლის 10 მარტამდე, გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში „K20-Kunstsammlung NRW“ ნიკო ფიროსმანაშვილის 5 სურათი გამოიფინება.

მხატვრის ნამუშევრები დიუსელდორფის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება მოდერნიზმის გამოფენის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „Museum global -Microhistories of an Ex-centric Modernism“.

დიუსელდორფის ხელოვნების მუზუმში ექსპონირებული იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის (სოფ. მირზაანი) კოლექციიდან მხატვრის ორი ნამუშევარი – „მალაკნების ქეიფი“ და „ხილის დუქანი“; ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან  ნიკო ფიროსამანაშვილის მიერ შესრულებული დიპტიქი „ორთაჭალის ტურფები“ და „ნატურმორტი დოშებით“

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...