ნიკა რურუა: ივანიშვილმა ღარიბაშვილი ისე მოხსნა, რომ პრემიერმა არცკი იცოდა

"ივანიშვილს როგორც "გაზპრომის" აქციონერს და რუსეთში გამდიდრებულ ადამიანს, ვალდებულება აქვს რუსეთის წინაშე. ის ღიად ვერ შეასრულებს რუსეთის დაკვეთას, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ასუსტებს", – განაცხადა "ნაცმოძრაობის" წევრმა ნიკა რურუამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ეთერში. 

"მთავრობა შემსრულებელია. მაგრამ ამის დამკვეთი არის ივანიშვილი. ივანიშვილის უკან ცხადია რუსეთია. ივანიშვილზე არ ფოკუსირება არის სიმართლის არ დანახვა და სხვა მხარეზე გახედვა. ის მართავს ხელისუფლებას არაფრომალურად. კარგად გვახსოვს მან როგორ მოხსნა ღარიბაშვილი ისე რომ, პრემიერმა არც კი იცოდა ამის შესახებ. მას შეუძლია ხელის ერთი აქნევით ნებისმიერი ცვლილება გამოიწვიოს ხელისუფლებაში.

ივანიშვილი ცდილობს, საქართველო მოწყდეს დასავლურ კურსს და გადაიქცეს რუსეთის სამეზობლო, სატელიტურ წარმონაქმნად. ივანიშვილი ტიპიური გავლენის აგენტია,“-განაცხადა ნიკა რურუამ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...