ნიკა მელიას წერილი ციხიდან: თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს თავისუფლებას

პარლამენტის წინ მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის მიზანი არა ერთი ადამიანის, არამედ ქვეყნის გამარჯვებაა.

“ჩვენ გვაქვს ძალა, ნება და მოტივაცია, მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის პროცესი , გვქონდეს უკეთესი საქართველო, თავისუფლება, ვიცი რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას. დღეს აქ და ახლა, თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს თავისუფლებას”, – აცხადებს ნიკა მელია წერილში და თანამოაზრეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

წერილში ნიკა მელია მის პატიმრობასაც ეხება და აცხადებს, რომ ის არ აპირებს თავისუფლება იყიდოს:

“ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა, მინდა მივმართო მათ ვინც ჩვენი სახელმწიფო მიიტაცა და ძარცვავს, თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო და დიახ, ის ხანდახან ბორკილებით ციხით მოიპოვება, დღეს საკნის 4 კედელი სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაა და მე არასოდეს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი, როგორც ახლა… გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ”, – ნათქვამია ნიკა მელიას წერილში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...