ნიკა მელიას “ბანკი ქართუს“ საქმეზე 25 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ნიკა მელიას “ბანკი ქართუს“ საქმეზე 25 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა- ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ამ წუთებში გამოაცხადა.

ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალი 2013 წელს წაუყენეს.

დღევანდელ სხდომას ნიკა მელია არ ესწრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად