ნიკა მელიამ ნაგვის თავზე დამყრელი აქტივისტი სარდალ საჩინო ბარათაშვილს შეადარა

ნიკა მელია ირაკლი ფანგანის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თავის ვრცელ ფეისბუქ-პოსტში იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც ირაკლი ფანგანის დასჯას ითხოვდა, დეპუტატზე ნაგვის დაყრისთვის. მელია თავის შეფასებაში ისტორიულ რაკურსს ავლებს.

ნიკა მელია, შეგფასებისას პარალელს ავლებს XVI საუკუნეში მოღვაწე საჩინო ბარათაშვილის გმირობასთან, რომელმაც ისტორიული წყაროებით გელიყარის კლდიდან გადააგდო კახაბერ ყორღანაშვილი, რომლის ღალატითაც შეიპყრეს ყიზილბაშებმა სიმონ I.

ვინც დღეს ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დამყრელ ირაკლი ფანგანის დაპატიმრებას ამართლებთ, XVI საუკუნეში რომ გეცხოვრათ აუცილებლად მოითხოვდით იმ საჩინო ბარათაშვილის დასჯას, რომელმაც კლდიდან გადააგდო მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი.

მაგრამ თქვენგან განსხვავებით, თანამედროვეებმაც და შთამომავლობამაც საჩინო ბარათაშვილი გმირად შერაცხა, მის მიერ კლდიდან გადაგდებული ყორღანაშვილი კი დღემდე ღალატის სიმბოლოა!

გადამეტებული რისხვა ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი, როგორ ითხოვდა ბევრი 20 ივნისის შემდეგ ახალგაზრდების თვალებლის დამთხრელების ნაცვლად ჩემს დაჭერას

ხშირად გვაღიზიანებს ფორმა და ვივიწყებთ არსს!  საქმის არსი კი ისაა, რომ ბატონი ჩავლეიშვილი ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის სიაში ბრძანდებოდა, შემდეგ ბოიკოტს უჭერდა მხარს, უზენაეს საბჭოში არშესვლის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი, შემდეგ კი, გავარდა და ამ ყველაფრის მიუხედავად საბჭოში შევარდა და მოკალათდა.

დიახ, ბატონი ჩავლეიშვილი არავის გაახსენდებოდა, თავიდანვე რომ შესულიყო. ახლა კი, რა ქნა? იმ ხალხის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე მივიდა,  რომელიც არჩევნების შემდეგ ქუჩაშია გამოსული საპროტესტოდ. მივიდა და სამწუხაროდ პროვოკაციულად აკრიტიკებდა იმ ნაცებს, ვისი წყალობითაც იმ საბჭოში შეძვრა

დიახ, ბატონებო, ჩავლეიშვილმა უღალატა საზოგადოებას, ოპოზიციას, შემდეგ კი თავისი თავის გასამართლებლად, პროვოკატორობასაც მიჰყო ხელი და ახალგაზრდა გამოიწვია.

ახალგაზრდამ ბევრისთვის მიუღებელი ფორმით გასცა პასუხი და თქვენც არ დაახანეთ, მთელი რისხვა არაკეთილსინდისიერ ჩავლეიშვილს კი არა, მას დაატეხეთ და ხელ-ფეხი გაუხსენით ხელისუფლებას მის დასაჭერად!

დიახ, თქვენ დაიჭირეთ ფანგანი ივანიშვილის რეჟიმთან ერთად!

ოცნების ხელისუფლებას ჰგონია რომ ეს ყველაფერი გაუვა. მაგრამ ერთი გვახსოვდეს, მალე ქართველი ერი ურნას არა, საერთოდ ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ!

ისტორია კი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს- ჩავლეიშვილს მედროვედ, მანდატის ხამად მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს – გაბრაზებულ, აღშფოთებულ, გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისას ირაკლი ფანგანი ბათუმში, ევროპის მოედანზე უმაღლესი საბჭოს დეპუტარ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე დღეს დააკავეს. გამოძიება ორი, დევნისა და ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს“,-წერს ნიკა მელია ფეისბუქში.

შეგახსენებთ, რომ ააჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც “ალტერნატივას” წევრები აცხადებენ, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს.

“გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!” – წერს ნინო ლომჯარია.

ყოფილი დეპუტატი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, კობა ხაბაზი კი დადებითად აფასებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრას. ამის შესახებ ის თავის სოცილაურ ქსელში წერს.

“ბათუმელი ელისაშვილი ნაგვის ურნის პირველი კავალერი გახდა. ღალატი არავის ეპატიება.” – წერს კობა ხაბაზი.

ბულვარში “ამბასადორი ბათუმის” მშენებლობის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა მას ნაგავი დააყარეს.

მას მოქალაქეების ნაწილმა უთხრა, რომ უმაღლეს საბჭოში შესვლის გამო აქციაზე დგომის უფლება არ ჰქონდა. იგივე შინაარსის მოწოდება გააკეთა ჩავლეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მისამართით. საკუთარ პოზიციას დეპუტატი, წინა ხელისუფლების მიერ ბულვარში კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობებით ამტკიცებს.

დეპუტატი, მის მიმართ აგრესიულად განწყობილ აქციიის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი, ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა.

თავზე ნაგვის დაყრას გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს “ნაცმოძრაობის” კიდევ ერთი ლიდერი, მირდატ ქამადაძე.

ამადაძის განცხადებით, პროტესტის მსგავი ფორმა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება და ამის გამო, რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს.

„ეს ჯდება გამოხატვის ფორმებში. უკიდურესია, შესაძლოა, ვიღაცას ესთეტიურად არ მოსწონდეს, მეც არ მომეწონა რაც ვნახე. თუმცა, ამის გამო, რომელიმე უწყებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს, ეს არის შევიწროვება ადამიანების“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მირდატ ქამადაძე.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელიც არჩევნებში ერთიანი ოპოზიციის სიით მონაწილეობდა, საკუთარ სადეპუტატო მანდატზე უარი არ თქვა და უფლებამოსილებას, ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოში აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად